წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა

წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. წალენჯიხის გამგებლის ბესიკ ფარცვანიას თქმით, საწარმო ყოფილ ყრუ-მუნჯთა საზოგადოების შენობაში იყო განთავსებული.

მეხანძრეებმა შენობის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა საწყობში არსებული ბამბა სრულად დაიწვა. ხანძარი წალენჯიხის გარეუბანში, სოხუმის ქუჩაზე მომხდარი ხანძრისას არავინ დაშავებულა.

ბამბის საწარმო კერძო საკუთრებაა და მეპატრონეები ზარალს თავად დაითვლიან. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...