წალენჯიხაში 98 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია იწყება

პროგრამა "ქართული ჩაის" ფარგლებში კიდევ 1 კომპანიას ჩაის პლანტაციები გრძელვადიანი იჯარით გადაეცა.

შპს "ჯვარი-91" წელინჯიხის რაიონის სოფლებში ეწერში, საჩინოში და ჯვარში 98 ჰექტარი ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას და საწარმოში გადამუშავებას მოახდენს.

პროგრამის ფარგლებში კომპანია 100-მდე ახალ სამუშაო ადგილის შექმნას და პროდუქციას ექსპორტზე გაიტანას გეგმავს.

პროგრამა "ქართული ჩაი" 2016 წლიდან მოქმედებს, რომლის ფარგლებში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსება გაიცემა. 

2017 წლის აპრილის მდგომარეობით – დაფინანსება უკვე 16-მა ბენეფიციარმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...