წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის რეაბილიტაციაზე 4 657 200 ლარი დაიხარჯება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ 7-კმ 14,2) მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ერთმანეთთან აკავშირებს წალენჯიხასა და ობუჯის. გზა დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით ხორციელდებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას კი დაზიანებული გზით სარგებლობა ყოველდღირად უქმნიდა დისკომფორტს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 7 კმ-იან მონაკვეთზე გზის სრული რეაბილიტაცია ჩატარდება. რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, ხელოვნური ნაგებობები და წყალგამტარი მილები. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 657 200 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ, წალენჯიხისა და ობუჯის დამაკავშირებელი გზა უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად