ცაიშის სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

9 ჰექტარზე გაშენებულ კიტრისა და პომიდვრის სათბურებში 2500-3000 ტონამდე მოსავალი მოდის, რომლის 90% უცხოეთში ექსპორტზე გადის, ბრენდით “გენაცვალე”.

“ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასათბურე მეურნეობას, “STIMOR Associates” (სტიმორ ასოსიატეს) წარმომადგენლობა საქართველოში” ხელმძღვანელობს. ეს არის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც ოპერირებს ჩვენს რეგიონში.

მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს მსგავს კომპანიებს, რომ გაიზარდოს დასაქმებული ადგილობრივების რაოდენობა და ბიზნესმაც შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული.

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად