ცაგერში სოციალურად დაუცველ ორსულებს ყოველთვიურად პროდუქტი გადაცემათ

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი სოციალური პროგრამაა ორსულებისთვის ყოველთვიურად პროდუქტის გადაცემა.

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური /ხელმძღვანელი დავით ჩაკვეტაძე/ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ორსულებს /სოციალური სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლები/ ყოველთვიურად 100 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფს/ქათმის ხორცი, თევზი, შაქარი, წიწიბურა, შვრია, კარაქი, კვერცხი/.

აღნიშნული პროგრამა,ორსულებზე ზრუნვა, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მერიის სოციალურ პროგრამებს შორის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად