ცაგერში, სოფელ ტვიშის მაცხოვრებლები უნიკალური ჯიშის ყურძნის დროულად ჩაბარებას ითხოვენ

უნიკალური ჯიშის ყურძნის დროულად ჩაბარებას ითხოვენ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში მაცხოვრებლები. როგორც მათ დღეს გამართულ აქციაზე განაცხადეს დაინტერესება წელს ნაკლებია. სოფელში მხოლოდ ერთი კომპანია შემოვიდა, რომელიც დიდი რაოდენობით ყურძნის წაღებას დაჰპირდა, თუმცა დღეს მხოლოდ ხუთი ტონა მოითხოვა. მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიები მათთან უნიკალური ჯიშის ყურძენში 5 ლარს იხდის, სხვა სოფლებიდან კი დაბალი ხარისხის ყურძენს 3 და 4 ლარად ყუდულობენ და ტვიშის სახელით დაბალი ხარისხის ღვინოს ყიდიან.

“რამდენჯერმე მოვიდა კომპანია როიალ ხვანჭკარას წარმომადგენლებმა რამდენჯერმე აუღეს სინჯი და გვითხრეს რომ 14 ტინა ყურძენს იყიდიდა, დღეს კი მხოლოდ 5 ტონის ყიდვას გეგმავს. ყურძენი მწეიფეა და მზად არის დასაკრეფად. ვითხოვთ დახმარებას” -განაცხადა სოფელ ტვიშის მკვიდრმა მელიტონ ასათიანმა.

მოსახლებას რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სცანეთის გუბერნატორის მოადგილე შეხვდა. გიორგი გონაძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს მოაგვაროს მევენახეების პრობლემა. “მიმდინარეობს მოლაპარაკება ღვინის მწარმორბრლ კომპანიებთან რათა შემოვიდნრნ ტვიშისს თემში არსებული ყურძნის შესაძებად. მოაახლეობას შორის კონფლიქტი გამოიწვია იმან რომ ვერ მოხერხდა გადანაწილება თუ ვის ყურძენს იყიდიდა კომპანია” – განაცხადა გონაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად