ცაგერში, სოფელ ლაშიჭალისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა და ორი მანქანა მოიყოლა

ძლიერი წვიმის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაშიჭალისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა და ორი მანქანა მოიყოლა.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების 3 ეკიპაჟი. მათ ავტომობილები მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს. ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის გუბერნატორი გიორგი მაქარაშვილი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები. მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად