ცაგერში, მდინარეში გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარს ეძებენ

მესამე ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება ცაგერში, სოფელ ჩხუტელში, სადაც ავტომობილი მდინარეში გადავარდა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის ინფორმაციით, ერთი ცხედარს მომხდარი ტრაგედიიდან მალევე მიაგნეს, მეორე – გუშინ გამთენიისას იქნა ნაპოვნი, ხოლო – მესამეს ძებნა კვლავ გრძელდება.

სამივე სოფელ ჩხუტელის მკვიდრია, ისინი მეზობლები იყვნენ.

ცხენისწყლის არხში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში აჭარიდან და იმერეთიდან მყვინთავებიც ჩაერთვნენ.

“დილიდან განახლდა სამუშაოები, ამინდი როგორც მოგვცემს საშუალებას, გავაგრძელებთ დაღამებამდე,”- განაცხადა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად