ცაგერის ტერიტორიაზე თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია მოეწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის და სპორტის სამსახურის მიერ ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამით ქალაქ ცაგერის ტერიტორიაზე მოეწყო თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდა თამბაქოს საწინააღმდეგო პლაკატები, ჩატარდა პირადი საუბრები მოქალაქეებთან თამბაქოს მავნებლობის შესახებ.აქციაში მონაწილეობა მიიღო ცაგერის საჯარო სკოლამ.

უახლოეს მომავალში იგეგმება კომპეტენტური სპეციალისტების მიერ ახალგაზრდობისათვის ლექციის ჩატარება თემაზე:,,თამბაქოს და ალკოჰოლის მავნე ზეგავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად