ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

ძველი სკოლა,რამდენიმე წლის წინ, ხანძრის შედეგად განადგურდა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ადგილზე დაათვალიერეს.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 886 178 ლარი.ახალი,თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი.

პროექტს ახორციელებს ამხანაგობა ,,იერი”.სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად