ცაგერის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა.

წარმომადგენლებს ინფორმაცია მიეწოდათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმასთან დაკავშირებით,რომელიც ითვალისწინებს მხარდაჭერას და დახმარებას მიწისა და მეუნეობების მფლობელებისთვის.
სამუშაო შეხვედრაზე მერმა ისაუბრა სოფლის მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების შესახებ,რომელთა განახლება იწყება.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს განემარტათ,თუ როგორ უნდა ჩაერთონ აღნიშნული პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად მათი უფლებამოსილების ფარგლებში.

შესაბამისი თემის წარმომადგენელს დაევალა ორგანიზება გაუკეთოს დადგენილი წესით ,,ჯონოული- 2″ ჰესის შესახებ საჯარო განხილვისათვის მოსახლეობის ინფორმირებას და ჩართულობას.

თათბირში მონაწილეობას ღებულობდნენ სოფლის მეურნეობის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ბონდო ხეცურიანი და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზურაბ ხეცურიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად