ცაგარელი: 2020-ში ბევრი კონფლიქტი იქნება, იანვარში შესაძლოა მთავრობამ პოზიციები დაკარგოს

2020 წელს ბევრი სირთულე და კონფლიქტი იქნება, უკვე იანვარში შესაძლოა მთავრობამ პოზიციები დაკარგოს, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

მისი თქმით, შესაძლოა ქვეყნებს შორისაც კი დაიძაბოს ურთიერთობა და საზღვრებისა და ხელშეკრულებების გადახედვა მოხდეს. ცაგარელი ამბობს, რომ თუ დიპლომატია კარგად არ იმუშავებს, მაშინ რისკია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სხვა რამდენიმე ქვეყანამაც აღიაროს.

“უკვე იანვარში შესაძლოა მთავრობამ გარკვეული პოზიციები დაკარგოს. იმიტომ, რომ შესაძლოა სერიოზული გადაყენებების და საკადრო ცვლილებების წინაშე აღმოვჩნდეთ.

აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ შესაძლოა ძალიან სერიოზული სირთულეები გვქონდეს, თუ თებერვალ-მარტში მთავრობა სწორ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია სერიოზული სირთულეები აპრილში, რომელიც იქნება პირველი ძალიან სერიოზული პრობლემების თვე, სადაც შესაძლოა სერიოზულმა მიტინგებმა და სხვა სახის სირთულეებმა იჩინოს თავი. ეს იქნება მოსამზადებელი პერიოდი იმ კოსმიური შტორმისთვის, რომელიც ჩვენ გველოდება 29 მაისიდან, რომელიც მინიმუმ 7-8 ივლისამდე. აქ ჩვენ გვაქვს მზის და მთვარის სამი დაბნელება, რომელიც გამოიწვევს ძალიან ნეგატიურ ზეგავლენას. შეიძლება იყოს სერიოზული კონფლიქტები, მიწისძვრებიც შეიძლება მოხდეს, შესაძლოა იყო პრობლემები საკადრო კუთხით პოზიციასა და ოპოზიციას შორის სერიოზული დაძაბულობა.

შემდეგ ასეთი უსიამოვნო პერიოდი გვქნება 26 ივლისიდან მთელი აგვისტოს ჩათვლით და 26 სექტემბრამდე გასტანს. საკმაოდ რთული იქნება ზაფხული. ამ დროს მოიმატებს აგრესია. შეიძლება იყოს ეკონომიკის სფეროში სერიოზული კრიზისები, ხანძრები და სხვა სახის დაძაბულობა. ამიტომ ეს პერიოდი ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ. შეიძლება გულ-სისხლ-ძარღვთა პრობლემები შეიქმნას და იყოს დიდი რაოდენობით ინსულტები, ინფარქტები და ა. შ. ადამიანთა უმეტესობა იქნება გაღიზიანებული, ამიტომ დაპირისპირებების, ტრავმების, ეკოლოგიური კატასტროფების ალბათობა ძალიან დიდია.

შემდეგ კი კიდევ ერთი სერიოზული პრობლემების პერიოდი გვექნება 7-22 ოქტომბერი. ეს არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდს ეხება, არამედ შესაძლოა ქვეყნებს შორისაც კი დაიძაბოს ურთიერთობა. შესაძლოა მოხდეს საზღვრებისა და ხელშეკრულებების გადახედვა. ზოგიერთი სახელმწიფო აღიარებს ისეთს, რომელიც აქამდე არ იყო აღიარებული. ამიტომ, თუ მთავრობა არასწორ პოლიტიკას აწარმოებს, შესაძლოა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სხვა სახელმწიფოებმაც ცნონ. თუ დიპლომატები სათანადოდ არ იმუშავებენ, ასეთმა ვითარებამ კიდევ უფრო გაამძაფროს წინა საარჩევნო სიტუაცია. ეს პერიოდები ყურადღებით უნდა გავიაროთ. იმიტომ რომ ვიმეორებ გვექნება სერიოზული საკადრო პრობლემები. ამავე დროს იქნება ახალი სახეების, ლიდერების და პარტიების გამოჩენა. იქნება სერიოზული ბრძოლა, რომელმაც შესაძლოა გამოძახილიც ჰპოვოს, შედარებით მცირე მაგრამ მაინც შეიძლება გამოიხატოს ნოემბრის თვეშიც კი, ყოველ შემთხვევაში მის პირველ ნახევარში. ასე, რომ პოლიტიკური კუთხით ეს წელი იქნება ძალიან რთული. საკადრო პრობლემები იქნება, მაგრამ ეს აუცილებელია. იმიტომ, რომ არაპროფესიონალები უნდა მოშორდნენ.

2021 წლიდან ქვეყანა იწყებს 12 წლიან ციკლს, რომელიც უფრო უნდა იყოს წარმატებული და უფრო მეტად წინსვლის მქონე, ამიტომ ამისთვის ამ ბალასტის მოშორებაა საჭირო. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ფაქტების ფალსიფიკაციის დიდი რაოდენობა იქნება. მასმედიით იქნება დეზინფორმაცია დიდი რაოდენობით. ამიტომ, ასე მარტივად არ უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ არც მასმედიას და არც პარტიებს, რადგან მოტყუების ტენდენციები იქნება”, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად