ცაგარეიშვილი: როცა 4-5 წელში დაივიწყებ, რაც „ნაცმოძრაობამ“ გააკეთა, ან მაზოხისტი ხარ, ან გულმავიწყი

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, რაც „ნაცმოძრაობას“ შეუძლია.

როგორც ყოფილმა პარლამენტარმა „აიპრესთან“ ინტერვიუში თქვა, წარსულის დავიწყება არ შეიძლება და როცა 4-5 წელში ივიწყებ წარსულს, ეს ნიშნავს, რომ ან მაზოხისტი ხარ, ან გულმავიწყი.

“რა შეუძლია „ნაცმოძრაობას“ ჩემს თავზე და ჩემს ოჯახზე მაქვს გამოცდილი. ამას არ დავივიწყებ არასდროს. არ ვსაუბრობ ნიშნისმოგებით, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. მე არავის უბედურებაზე არ ვსაუბრობ. რაც ამ ავაზაკების ხელში გადამხდა ამაზე გესაუბრებით. შეიძლება ვიღაცამ თქვას რა უკან იხედებიო, მაგრამ ეს მე არ მითქვამს, გენიოსმა თქვა: „აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომივლისო“. ამიტომ, ბუნებრივია ვერაფრით ვერ ვივიწყებ იმ წარსულს. როცა შენ 4-5 წელში დაივიწყებ, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს ამ ქვეყანაში, ან მაზოხისტი ხარ, ამ გულმავიწყი. მე ვერც ერთად გავიმეტებ საკუთარ ერს და ვერც მეორედ. სხვანაირად მოაზროვნე საზოგადოება ვართ და ცოტა დაფიქრება გვჭირდება.

მე არავის მოწოდება არ მჭირდება და არც არავის შეძახილი. იქ ვარ, სადაც ვიყავი. 2018 წელი მოვიდა და მე ფერი არ ვიცვალე. ის, რაც მოხდა 2004-ში, ეს აღარ უნდა განმეორდეს 2018-ში”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად