“ცააძეს სასაცილოდ არ ეყო. თავს საერთოდ არ ცნობს დამნაშავედ”

შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე, ე.წ. კორტების საქმეში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ, ადვოკატმა ინგა სეხნიაშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, განჩინება დაკავების შესახებ, რის საფუძველზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება მოხდა, ცააძისთვის მიუღებელია. 

„გამოძიება ალბათ დაადგენს ვინ არიან ეს მოწმეები. შეიძლება ცრუ მოწმეებიც იყოს მოყვანილი. მართალია, მის მიმართ ბრალი არ არის წაყენებული მაგრამ, ცააძეს სასაცილოდ არ ეყო, თავს საერთოდ არ ცნობს დამნაშავედ. იმ განჩინებით, რომლითაც შესაძლოა მას ბრალი წაეყნოს, მისთვის მიუღებელია…“- განაცხადა სეხნიაშვილმა. 

შეგახსნებთ, რომ მთავარი პროკურატურის განცხადებით, ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ საკონტროლო გასროლა ცააძემ განახორციელა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად