Tripadvisor-ზე, თბილისის მუზეუმებს შორის პირველ ადგილზე ხელოვნების სასახლეა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გვერდი Tripadvisor-ი თბილისის მუზეუმებს შორის პირველ ადგილს ხელოვნების სასახლეს ანიჭებს.

ამ მსოფლიოში განთქმულ საიტზე რეიტინგებს თავად ტურისტები, უფრო სწორად მათი გამოხმაურებების მიხედვით ადგენენ. მართალია ხელოვნების სასახლეს სულ 93 გამოხმაურება აქვს, თუმცა მათ შორის აბსოლიტური უმრავლესობა, ანუ 99 პროცენტი დადებითია.

აღნიშნულის გამო ხელოვნების სასახლე თბილისის 40 მუზეუმშს შორის 1 ადგილზე მოხვდა. მომხმარებლები ამბობენ რომ მუზეუმის ექსპოზიციები უმდიდრესია, ექსკურსიამძღოლები კარგი ცოდნითა და თავაზიანობით გამოირჩევიან, ფასი კი ყველაზე დაბალი 2 ლარია.

სწორედ ამიტომაც უცხოელი ტურისტები ხელოვნების სასახლეს თბილისისს ყველაზე ლამაზ ადგილს, მუზეუმების მარგალიტს უწოდებენ. შეგახსენებთ რომ ხელოვნების სასახლე ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ პირველად დამთავლიერებლისათვის სრულად 2014 წელს ამერიკის შეერთებეული შტატების მიერ დაფინანსებული სარესტავრაციო პროექტის შემდეგ გაიხსნა. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით მუზეუმს ყოველწლიურად 60 ათასზე მეტი ვიზიტორი ათვალიერებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად