ტრიო “სიმის” წევრი რეზო გელაშვილი გარდაიცვალა

ტრიო "სიმის" წევრი რევაზ გელაშვილი გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

ტრიო "სიმი" 1988 წლის დეკემბერში შეიქმნა, რომლის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ინჟინრები: ზაზა ვეფხვაძე, რევაზ გელაშვილი და ზურაბ ცქიტიშვილი არიან.

1991 წელს, ტრიომ პირველი აუდიო კასეტა, სახელწოდებით “რეტრო" ჩაწერა, რომელშიც კინოფილმებიდან ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები ჩაწერა. ტრიო “სიმმა" 28 წლის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართა კონცერტები. 

რეზო გელაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 26-27 აპრილს თბილისში გაიმართება, გამოსვენება სიონის საკათედრო ტაძრიდან 28 აპრილს 14:00 საათზე. 

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად