ტრეტიაკოვის გალერეიდან, დამთვალიერებლების თვალწინ, ნახატი მოიპარეს

მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეის საინჟინრო კორპუსიდან, დამთვალიერებლების თვლაწინ უძვირფასესი ტილო გაიტაცეს. ნახატი ბერძნული წარმომავლობის რუსეთში მოღვაწე ფერმწერს არქიფ კაუნჯის ეკუთვნის. ამის შესახებ რუსული მედია სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

სამართლადამცავები აცხადებენ, რომ ძარცვა თავხედურად მოხდა – უცნობი პირი ნახატს მიუახლოვდა, კედლიდან ჩამოხსნა, ტილო ჩარჩოდან მშვიდად ამოიღო და მიიმალა. თვითმხილველებს ეჭვი არ შეუტანიათ, რომ ძარცვის შემსწრეები იყვნენ. მათ ეგონათ, რომ მძარცველი გალერეის თანამშრომელი იყო. გამოფენის უსაფრთხოების სამსახურმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შეიტყო, რომ ნახატი მოიპარეს.

სამართალდამცავები სხვა ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ და აცხადებენ, რომ ამჯერად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...