ტრეფიკინგთან ბრძოლაში საქართველოს პირველი დონის რეიტინგი მიენიჭა

NULL

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2016 წლის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ტერფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით საქართველო ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის მოხვდა.

“სულ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის სფეროში საქრთველოს რეიტინგი. ამ რეიტინგის თანახმად, საქართველოს მიენიჭა პირველი დონის რეიტინგი, ჩვენ მეორე ე.წ. კალათიდან გადავინაცვლეთ პირველ კალათაში. ეს არის ჩენი ძალოვანი სტრუქტურების, ჩვენი სოციალური მუშაკების და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ფონდის, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს და სხვა არაერთი უწყების კოორდინირებული სამუშაოს შედეგი და წარმატება. მე მინდა ყველა მოგილოცოთ ეს და მოგილოცოთ ის, რომ ამ ანგრიშში ნათქვამია, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ამ დანაშაულთან ბრძოლაში ბოლო სამი წლის მანძილზე, რაც ჩვენ ამ შემადგენლობით უწყებათშორის საბჭოში შევეჭიდეთ ამ დანაშაულს, მთავრობამ განახორციელა თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკა.

ჩვენ ამ ანგარიშით პოზიტიურად შეგვიფასეს ის მიგრაციის კანონი, რომელიც მივიღეთ და თან ახლავს სამოქმედო გეგმა, სტრატეგია რომელიც ასევე ეხება ტრეფიკინგთან ბრძოლას. ასევე დადებითად შეგვიფასეს ის სულ აახალი კანონი, რომელიც მიუსაფაღ ბავშვებთან დაკავშირებით მივიღეთ, თუმცა კანონს სჭირდება იმპლემენტაცია და ჩვენ უკვე ამავე შემადგენლობით გადავდივართ ბრძოლაზე იმ უბედურებასთან, რასაც ქვია ქუჩაში ბავშვები.

მე მინდა თითოეულ პოლიციელს, გამომძიებელს, სოციალურ მუშაკს და რა თქმა უნდა ჩემი სისტემის წარმომადგენლებს და თითეოეულ პროკურორს მადლობა ვუთხრა გაწეული შორმისთვის, რადგან ეს შრომა იქნა აღიარებული და რეიტინგიც არის ისეთი, რომელიც საქართველოს ათავსებს დაწინაურებულ, თანამედროვე და წარმატებულ ქვეყნების რიგში”,-განაცხადა წულუკიანმა.

The post ტრეფიკინგთან ბრძოლაში საქართველოს პირველი დონის რეიტინგი მიენიჭა appeared first on iMtavroba.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად