ტრაპაიძე ოხანაშვილს: ჩივილს არ აქვს აზრი და ყველაფერი მორალური კატეგორიებით უნდა წყდებოდეს ქვეყანაში?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ჩართვისას ამავე არხის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა.

ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ეთერში მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებასა და გიგი უგულავას დაკავებაზე სასაუბროდ მიიწვიეს, კითხვებზე პასუხს თავი აარიდა და საუბარი თამარ ჩიხლაძის კრიტიკით დაიწყო.

“ქართული ოცნების” დეპუტატის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ჟურნალისტმა ეთერში ვახტანგ რობაქიძე მიიწვია ,რომელიც ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როცა ის ოჯახთან ერთად ვახშმობდა.

“თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს, მე სადმე მიმიწვიოს. მორალი და ზნეობა იმხელა ფასეულობაა, ჩივილი არაფერ შუაშია. აქ არის მორალის და ზნეობის საკითხი. თქვენ რომ თქვენი საქმიანობის შესრულების გამო მოქალაქე თავს დაგესხათ თქვენს შვილებთან ერთად და შემდეგ მე ვიყო ჟურნალისტი და ეს ადამიანი გადაცემაში მივიწვიო ისე, რომ ობიექტურად ჟურნალისტს არ მაინტერესებდეს, ჩავიდე ადგილზე და ვიკითხო, რა მოხდა, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და ეს ძალადობის წახალისება არ არის?”, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

დიანა ტრაპაიძის განმარტებით, ჩიხლაძემ თავისი ეს გადაწყვეტილება ახსნა, დეპუტატს მოუწოდა, ჩიხლაძეს ჟურნალისტური ეთიკის უჩივლოს, ახლა კი იმ საკითხებზე ისაუბროს, რასთან დაკავშირებითაც არის გადაცემაში მოწვეული.

“იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ჩივილს არ აქვს აზრი და ყველაფერი მორალური კატეგორიებით უნდა წყდებოდეს ქვეყანაში?”, – ჰკითხა ოხანაშვილს ტრაპაიძემ.

“ნახეთ, როგორ სწორად ინტერპრეტირებთ. როგორ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს. ეს ძალიან სამწუხაროა. ადამიანს მორალი და ზნეობა თუ არ გააჩნია, სადაც არ უნდა უჩივლო, ის ნათქვამს ვერ მიხვდება”, – უპასუხა ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად