სატრანსპორტო კოლაფსი საფრანგეთში: მატარებლები, მეტრო, ავტობუსი და ტრამვაი გაჩერებულია

პარიზში, სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის გამო, მეტროს 16 ხაზიდან ათი არ იმუშავებს. ინფორმაციას სატრანსპორტო კომპანია RATP–ი ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ ორ ხაზზე (1-ლი და მე -14) მოძრაობა ჩვეული გრაფიკის შესაბამისად იქნება. პარიზელებს ურჩევენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ ისარგებლონ.

შეზღუდვით მოძრაობს ასევე ტრამვაი და ავტობუსი.

საფრანგეთში სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლების გაფიცვა 5 დეკემბრიდან გრძელდება. გასულ ხუთშაბათს, ქვეყნის მასშტაბით მასშტაბური აქციები გაიმართა, ამან საჰაერო მიმოსვლაზეც მოახდინა  გავლენა და ფაქტობრივად,  ქვეყნის მასშტაბით ტრანსპორტის მუშაობაც შეაჩერა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გეგმა ითვალისწინებს ქულების სისტემის შემოღებას, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იქნება ყოველი სამუშაო დღე. სამომავლო პენსიის მოცულობა კი დაგროვებული ქულების მიხედვით განისაზღვრება. ახალი სისტემის მიხედვით, საპენსიო პრივილეგიები აღარ ექნებათ ბევრი პროფესიის წარმომადგენელს, მაგალითად მეზღვაურებს, იურისტებს და ოპერის მომღერლებსაც კი.

მოსალოდნელია, რომ სამშაბათს, 10 დეკემბერს, გაფიცვა ასევე მასიური იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად