Transfermarkt-ის მიხედვით, მბაპე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ნეიმარი მეორე ადგილზეა

ცნობილმა საფეხბურთო საიტმა Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვითაც ფრანგული პსჟ-ს ვარსკვლავები ფრანგი კილიან მბაპე და ბრაზილიელი ნეიმარი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები არიან. მბაპე სიის სათავეშია 200 მილიონი ევროთი, ნეიმარი კი მეორეზეა 180 მილიონით, ხოლო რონალდოს და მესის ფასმა დაიკლო.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია კი ასე გამოიყურება:

€200 მილიონი – კილიან მბაპე (საფრანგეთი). 20 წლის

€180 – ნეიმარი (ბრაზილია). 27

€ 150 – მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე). 26
– ჰარი კეინი (ინგლისი). 25
– კევინ დე ბრუინე (ბელგია). 27
– ლიონელ მესი (არგენტინა). 31
– ედენ აზარი (ბელგია). 28

€130 – ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი). 28

€120 – რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი). 24

€100 – ჯეიდონ სანჩო (ინგლისი). 19
– უსმან დემბელე (საფრანგეთი). 22
– ნ’გოლო კანტე (საფრანგეთი). 28
– დელე ალი (ინგლისი). 23
– ლეროი სანე (გერმანია). 23
– იან ობლაკი (სლოვენია). 26

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...