ტრამპმა Twitter-ი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალური ქსელი Twitter აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც მის ზოგიერთ პოსტზე არასწორი ინფორმაციის აღმნიშვნელი ნიშანი გაჩნდა.

“Twitter-ი ახლა ერევა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ისინი CNN-ის და Washington Post-ის ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ჩემი განცხადება საფოსტო კენჭისყრის შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასიური კორუფცია და გაყალბება, არასწორია. Twitter-ი სრულად ახშობს სიტყვის თავისუფლებას და მე, როგორც პრეზიდენტი, არ დავუშვებ, რომ ეს მოხდეს”, – წერს ამერიკელი ლიდერი Twitter- ზე.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კვირას Twitter- ზე დაწერა, რომ დემოკრატები, საფოსტო კენჭისყრის ორგანიზებით, ცდილობენ შექმნან პირობები არჩევნების გაყალბებისთვის. ამერიკის ლიდერის თქმით, მისი პოლიტიკური ოპონენტები კორონავირუსის გამოყენებას “თაღლითობის საბაბად იყენებენ”.

ტრამპის ეს პოსტი სოციალურ ქსელში კი აღინიშნა სპეციალური ნიშანით, რომელიც აფრთხილებს მკითხველს, რომ ჩანაწერში განთავსებული ინფორმაცია შეიძლება იყოს არასანდო და მოითხოვს დამატებით გადამოწმებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად