ტრამპმა საფრანგეთს რადიკალური ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობა გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონს მას შემდეგ, რაც მან მსოფლიოში ისლამის კრიზისზე ისაუბრა და დაიცვა მულტფილმების გამოცემა სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ში. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა ჯად დირმა Twitter-ზე გამოაცხადა.

მისივე თქმით, წინა დღეს ამერიკის ლიდერი ესაუბრა მაკრონს და ღრმა სამძიმარს უცხადებს მას ფრანგებზე “საზარელი და უაზრო თავდასხმების” გამო. ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები სოლიდარობას გამოხატავს საფრანგეთის პოზიციისადმი, რომელიც გულისმხობს რადიკალური ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

ქვეყნის მეთაურები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მსოფლიოში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს ამგვარ ძალადობას და გამოთქვეს იმედი იმისა, რომ ყოველთვის გაიმარჯვებს დემოკრატიული ფასეულობები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად