ტრამპმა ქვეყნიდან მილიონობით არალეგალი მიგრანტის დეპორტაცია დააანონსა

აშშ-ის საემიგრაციო და საბაჟო პოლიცია (ICE), მომდევნო კვირას მილიონობით მიგრანტის დეპორტაციას განახორციელებს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან. ამის შესახებ ტრამპმა თავის ტვიტერზე დაწერა.

„მომდევნო კვირაში ICE მილიონობით არალეგალი მიგრანტის დეპორტაციას დაიწყებს, რომლებმაც მიაგნეს აშშ-ში უკანონოდ შემოღწევის გზებს. ისინი ისევე სწრაფად გავლენ ქვეყნიდან, როგორც შემოვიდნენ“, – აღნიშნავს ტრამპი.

ტრამპმა ყურადღება გაამახვილა მექსიკაზე, რომელიც „სარგებლობს მკაცრი საემიგრაციო კანონებით და ამის ხარჯზე, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანები მანამ შეაჩეროს, ვიდრე ისინი აშშ-ის სამხრეთ საზღვარს მიუახლოვდებიან.“

მან აგრეთვე ისაუბრა გვატემალას ღვაწლზეც, რომელიც აპირებს, რომ ხელი მოაწეროს მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მათ, ქვეყანაში შესვლისას აღმოუჩენენ თავშესაფარს.

ამას გარდა, ტრამპმა გააკრიტიკა დემოკრატები და მოუწოდა მათ, ხელი მოაწერონ ქვეყანაში საემიგრაციო რეფორმის განხორციელებას.

„თუკი ეს მოხდება, სასაზღვრო კრიზისი ქვეყანაში მალევე დასრულდება“, – აღნიშნავს ტრამპი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად