ტრამპმა ობამა, რუსეთის კიბერთავდასხმებთან დაკავშირებით, უმოქმედობაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით უმოქმედობაში დაადანაშაულა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

ტრამპის თქმით, ობამამ ჯერ კიდევ არჩევნების დაწყებამდე იცოდა რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა, მიუხედავად ამისა, არაფერი გააკეთა.

"თუ ობამას ადმინისტრაციას, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე ჯერ კიდევ ადრე აცნობეს, რომ რუსეთი მასში ჩარევას ცდილობდა, რატომ არაფერი იღონეს? მასზე მოახდინეთ კონცენტრირება და არა ტრამპზე", – წერს ტვიტერზე დონალდ ტრამპი.

ტრამპმა მსგავსი განცხადება მას მერე გააკეთა, რაც Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბარაკ ობამასთვის, ვლადიმერ პუტინის პირდაპირი მცდელობები, ჩარეულიყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ცნობილი ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში იყო ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...