ტრამპმა New York Times-ი ღალატში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე The New York Times- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, თითქოს ამერიკამ რუსულ ენერგოსისტემაში თავისი ძალისხმევა გააძლიერა და მოსკოვზე კიბერშეტევა მნიშვნელოვნად გაზარდა. როგორც ამერიკის ლიდერი წერს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოცემა The New York Times-ს „წარუმატებელი“ უწოდა.
“გჯერათ იმ სტატიის, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა: შეერთებული შტატები რუსეთზე კიბერ თავდასხმებს მნიშვნელოვნად აძლიერებს“, – მიმართა პოლიტიკოსმა თავის აუდიტორიას მიკრობლოგზე.

მან აღნიშნა, რომ დაწერილი სტატია „ღალატის აქტია “.
აშშ-ს პრეზიდენტის შეფასებით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება ქვეყნისთვის საზიანოა.
დონალდ ტრამპმა ასევე დასძინა, რომ გამოცემა „კორუმპირებული მედიაა“.
“ესენი ნამდვილად ხალხის მტრები არიან!”, -აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მოსალოდნელია თუ არა გამოცემის წინააღმდეგ რაიმე სახის სანქციის დაკისრება, მას არ დაუკონკრეტებია.

გამოცემა NYT- ი წყაროების ცნობით, ამერიკელი ექსპერტები რუსულ ელექტროქსელებზე მავნე კოდის განთავსების შესაძლებლობას განიხილავდნენ, რომელსაც, ერთი მხრივ, გამაფრთხილებელი მიზანი იქნება, ხოლო მეორეს მხრივ, კიბერშეტევებისთვის იქნება გამოყენებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად