ტრამპმა მექსიკის საზღვარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლით გააგრძელა. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის მეთაურის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის მიერ გავრცელდა.

”შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრის გასწვრივ მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისი კვლავ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, მათ შორის პანდემიის გავლენის გამწვავებას. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები კრიზისის მოსაგვარებლად, მაგრამ საჭიროა შემდგომი ზომების მიღება ამ პრობლემის მოსაგვარებლად და არალეგალური მიგრაციის კონტროლისთვის”, – თქვა პრეზიდენტმა.

”ამ მიზეზების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 2019 წლის 15 თებერვალს და ამ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის მიღებული ზომები ძალაში უნდა დარჩეს 2021 წლის 15 თებერვლის შემდეგაც. მე კიდევ ერთი წლით ვაგრძელებ ასეთი მდგომარეობის გამოცხადებას”, – დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად