ტრამპმა კონგრესის რეზოლუციას საუდის არაბეთის წინააღმდეგ ვეტო დაადო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის რეზოლუციას, რომელიც მას უკრძალავს დაეხმაროს საუდის არაბეთს იემენელი ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვეტოს დადების გამომწვევი მიზეზების შესახებ საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს არასაჭირო და საშიშ მცდელობას, დაასუსტოს ქვეყნის ხელისუფლის კონსტიტუციური უფლებამოსილებები. მისი თქმით, ამ საქციელით კონგრესმენები საფრთხის წინაშე აყენებენ აშშ-ის მოქალაქეებსა და სამხედროებს.

რეზოლუცია მარტში სენატმა დაამტკიცა, ხოლო წარმომადგენელთა პალატამ – აპრილში. მისი ავტორები აკრიტიკებენ საუდის არაბეთის მიერ მიღებულ ზომებს იემენში, იქაური დასახლებული პუნქტების დაბომბვებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილიანობაში. აქედან გამომდინარე, ისინი ერ-რიადისთვის დახმარების შეწყვეტასა და იქ ამერიკელი სამხედროების გაგზავნის შეწყვეტას მოითხოვდნენ.

როგორც Reuters-ი იუწყება, ხმების რაოდენობა, რასაც რეზოლუცია მიიღებს, საკმარისი არ იქნება პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევისთვის.

იემენში სამოქალაქო ომი 2015 წლიდან მოყოლებული მძვინვარებს. სახელმწიფო სამხედრო ძალას, რომელსაც მხარს უჭერს საუდის არაბეთი, ეწინააღმდეგებიან ამბოხებული ჰუსიტები. მათ მხარს უწერს ირანი. კონფლიქტის შედეგად უკვე დაღუპულია 10 ათასზე მეტი ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...