ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, რომ ბაიდენთან დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყნის დატოვებაც მოუწიოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუმრობით თქვა, რომ შესაძლოა შეერთებული შტატების დატოვება მოუწიოს, თუ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ჯოზეფ ბაიდენს დაუთმობს. ეს განცხადება მან პარასკევს, ჯორჯიის შტატში მომხრეებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა.

“წარმოიდგინეთ, თუ წავაგე, რას გავაკეთებ? უნდა ვაღიარო, რომ ეს იქნება წაგება პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე ცუდ კანდიდატთან. საამაყო არაფერი მექნება, შეიძლება ქვეყნის დატოვებაც მომიწიოს, არც კი ვიცი ”, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად