ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების უფლებას იძლევა

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელ მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც უწყებას აძლევს იმის უფლებას, რომ თურქეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, შტატებს შეუძლია, თურქეთის წინააღმდეგ სრულიად ახალი და არსებითად მნიშვნელოვანი სანქციები დააწესოს, რომელთა მიზანიც შესაძლოა იყოს როგორც თურქეთი, ასევე ქვეყნის ხელისუფლება.

მნუჩინის განცხადებით, ეს არის ძალიან ძლიერი სანქციები, რომელსაც შეუძლია, გაანადგუროს თურქეთის ეკონომიკა. მან აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ საქმე სანქციების დაწესებამდე არ მივა.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად