ტრამპმა ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თარიღის გადაწევისთვის გააკრიტიკა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა მოქმედი ლიდერის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება – ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის ვადის გაგრძელებისა 9/11-მდე. რესპუბლიკელის შესაბამისი განცხადება კვირას, Newsmax სატელევიზიო არხის ჟურნალისტმა Twitter-ზე გაავრცელა.

“მე არ მსურს, რომ ჯო ბაიდენმა გამოიყენოს 11 სექტემბერი ავღანეთიდან ჩვენი ჯარების გაყვანის თარიღად”, – თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ”ეს შეიძლება გაკეთდეს და უნდა გაკეთდეს უფრო სწრაფად”. რესპუბლიკელმა, როგორც პრეზიდენტმა, მიმდინარე წლის 1 მაისამდე მიაღწია შეთანხმებას რადიკალური თალიბების მოძრაობასთან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დაბრუნების შესახებ.

ტრამპის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ “უკვე შესაძლებელი გახადა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების უფრო ადრე გაყვანა” და იქ ამერიკული კონტინგენტის შემცირება 16,000-დან 2,000 ჯარისკაცამდე. ექსპრეზიდენტის აზრით, 2001 წლის 11 სექტემბერი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპული ამერიკელების ხსოვნისა და მწუხარების დღედ უნდა დარჩეს. ”ავღანეთიდან ჯარების გაყვანა მშვენიერი და სწორი ნაბიჯია, მაგრამ მე ამ პროცესის დასრულებას 1-ელ მაისამდე ვგეგმავდი და ამ ადმინისტრაციამაც ამ ვადამდე უნდა მოახერხოს ეს” , – თქვა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...