ტრამპმა ჰონგ-კონგში არსებული დაძაბული ვითარების გამო, ჩინეთის ლიდერს შეხვედრა შესთავაზა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეუძლია, ჰონგ-კონგში არსებული პრობლემა ჰუმანურად მოაგვაროს. დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს შეხვედრა შესთავაზა. აღნიშნულის შესახებ მან მიკრობლოგ Twitter- ზე დაწერა.

”ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს კარგად ვიცნობ. ის შესანიშნავი ლიდერია, რომელიც საკუთარ ხალხს პატივს სცემს.
ის ასევე “მკაცრ საქმეებშიც“ კარგია. ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჰონგ-კონგში არსებულ პრობლემას სწრაფად და ჰუმანურად გადაჭრის. პირადი შეხვედრა? ”,- დაწერა აშშ-ს ლიდერმა.
როგორც მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ – ს დაზვერვის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლებამ ჰონგ-კონგის საზღვართან ჯარები გაგზავნა.

1 ივლისს, ჰონგ-კონგში მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაზე სრული კონტროლი მოიპოვეს. მოგვიანებით, ჰონგ კონგის პოლიციამ შენობა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა.

14 აგვისტოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ჰონგ-კონგში არსებულ ვითარებაში ჩარევისგან თავი შეიკავოს, რადგან “ეს ჩინეთის შიდა საქმეა”.

იმავე დღეს, ჰონგ-კონგში, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა. აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში იყვნენ შეკრებილები.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეები ახალგაზრდას თავს დაესხნენ. ჩინური გამოცემა Global Times- ი იტყობინება, რომ ის მათი კორესპოდენტია. დემონსტრანტებმა მის ზურგჩანთაში მაისური იპოვეს, წარწერით: “მე მიყვარს ჰონგ კონგის პოლიცია”.
აქციის მონაწილეებმა ახალგაზრდა სცემეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან გონება დაკარგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...