ტრამპმა Google არჩევნებზე, კლინტონის სასარგებლოდ, მანიპულაციაში დაადანაშაულა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Twitter- ზე კომპანია Google საარჩევნო მანიპულაციაში დაადანაშაულა.

”ანგარიში გამოვიდა. Google- მა თავისი მანიპულაციებით 2016 წელს ჰილარი კლინტონს 2,6 მილიონიდან 16 მილიონამდე ხმა დაუმატა. ეს ის არის, რასაც კლინტონის მომხრეები ამბობენ და არა ტრამპის მომხრეები ”,- წერს აშშ-ს პრეზიდენტი.

”ჩემი გამარჯვება უფრო დამაჯერებელი იყო, ვიდრე გვეგონა ”, – დასძენს დონალდ ტრამპი.

თეთრი სახლის ლიდერს არ განუმარტავს, თუ საიდან აქვს ასეთი მონაცემები, მაგრამ ე.წ ჰაშთაგი Judical Watch გამოაქვეყნა. ეს უკანასკნელი კონსერვატიული ფონდია, რომელიც მხარეებთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.

დონალდ ტრამპმა Google არაერთხელ გააკრიტიკა. კერძოდ, მან მარტში განაცხადა, რომ ეს კომპანია ჩინეთის ჯარს ეხმარებოდა.
ასევე, გასული წლის დეკემბერში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Google, Facebook-ი და Twitter-ი დემოკრატიულ პარტიას ეხმარებიან.
”ისინი დემოკრატების სასარგებლოდ იმდენად მიკერძოებულნი არიან, რომ ეს უკვე სასაცილოა”, -დაწერა ამერიკის ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...