ერდოღანმა ტრამპს წერილი დაუბრუნა, რომელშიც მან თურქეთის ლიდერს მოუწოდა: “ნუ იქნები ”ძველი ბიჭი”, ნუ სულელობ!

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მან თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს წერილი დაუბრუნა, რომელიც მას აშშ-ს პრეზიდენტმა სირიაში თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყებამდე გაუგზავნა.

“ეს წერილი პატივცემულ პრეზიდენტს დავუბრუნე ”,- განაცხადა ერდოღანმა ვაშინგტონში ტრამპთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

მანამდე, მედიაში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ტრამპი თავის თურქ კოლეგას მოუწოდებდა, “სულელი არ ყოფილიყო”  და უარი ეთქვა სირიაში ქურთების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ს პრეზიდენტი “თურქეთის ეკონომიკის განადგურებით” იმუქრებოდა. წერილის ავთენტურობა მოგვიანებით თეთრი სახლის მიერდადასტურდა.

BBC- ის ცნობით, ერდოღანმა ეს წერილი ნაგავში გადააგდო.

წერილი 9 ოქტომბრით თარიღდება. სწორედ ამ დღეს დაიწყო თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთით ოპერაცია “მშვიდობის წყარო”,  რომლის მთავარი მიზანი სასაზღვრო ტერიტორიებიდან ქურთული ამბოხებულების, სირიის დემოკრატიული ძალების განდევნაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად