ტრამპმა ერდოღანს 100 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო გარიგების გაფორმება შესთავაზა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თურქეთის ლიდერს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ვაშინგტონში ვიზიტის მოლოდინში, 100 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო გარიგების გაფორმება შესთავაზა, ასევე რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე არსებული უთანხმოების მოგვარება,-ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

”გასულ კვირას ერდოღანისთვის გაგზავნილ ახალ წერილში, დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ 100 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სავაჭრო გარიგების გაფორმება და აშშ-ს სანქციების თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომელიც თურქეთის მიერ რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის დაწესდა”, – წერს გამოცემა აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

ვაშინგტონის გაფრთხილებების მიუხედავად, ანკარამ რუსული S-400– სისტემის შეძენა მაინც გადაწყვიტა. საპასუხოდ, ამერიკამ თურქეთი ამერიკული F-35 გამანადგურებლების შეძენის თაობაზე სიიდან გარიცხა.

გარდა ამისა,  ეროვნული უსაფრთოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა რობერტ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ თუ S-400-ის შეძენის თაობაზე გარიგება ძალაში იქნება, თურქეთს CAATSA– ს კანონით სანქციები დაუწესდება, რომელსაც კონგრესი ამტკიცებს.

“აშშ მზად არის, თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო თავდაცვის სისტემების S-400-ის შეძენის პრობლემა გადაწყვიტოს”,-განაცხადა ადმინისტრაციაში ერთ-ერთმა მაღალჩინოსნმა ერდოღანის ვიზიტის შესახებ ბრიფინგზე.

”ეს უკვე რამდენიმე წელია შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის პრობლემას წარმოადგენს, ეს საკითხი ერთ-ერთია იმ ძალიან რთულ პრობლემას შორის, რომლის მოგვარებაც პრეზიდენტის თქმით, საჭიროა”, – დასძინა ოფიციალურმა პირმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად