ტრამპმა დაადასტურა, რომ იგი დებატებში მონაწილეობას მიიღებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო კანდიდატ ჯოზეფ ბაიდენთან დებატებში, თუმცა დისკუსიის ახალ წესებს უსამართლოდ მიიჩნევს.

ინოვაციის თანახმად, ერთ-ერთი მონაწილის მიკროფონი გამორთული იქნება მისი ოპონენტისთვის, წამყვანის შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს ორი წუთით. საერთო ჯამში, მიკროფონები ექვსჯერ გაითიშება. მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსები დაასრულებენ ექვს თემაზე პოზიციების დაფიქსირებას ორი წუთის განმავლობაში, მოდერატორი საშუალებას მისცემს მათ დისკუსიის დაწყებას.

“მონაწილეობას მივიღებ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან უსამართლოა”, – განაცხადა ტრამპმა.

მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის დებატების პირველი რაუნდი გაიმართა 29 სექტემბერს ოჰაიოს შტატში, კლივლენდში. მეორე ტური გაუქმდა ტრამპის კორონავირუსით ინფიცირების გამო.

ბოლო სატელევიზიო დებატები საპრეზიდენტო არჩევნებამდე 22 ოქტომბერს არის დაგეგმილი ნეშვილში, ტენესიში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად