ტრამპსა და ზელენსკის შორის შესაძლოა, უახლოეს მომავალში მორიგი კომუნიკაცია შედგეს

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და მისი ამერიკელი კოლეგა, დონალდ ტრამპს შორის შესაძლოა ახლო მომავალში მორიგი კომუნიკაცია შედგეს. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა უილიამ ტეილორმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Ukrinform-ი ავრცელებს.

”ჩვენ ვიცით ორი შემთხვევა, როდესაც ორივე პრეზიდენტი იქნება. პრეზიდენტებს სურთ, პოლონეთსა და ნიუ – იორკში [გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ] ისაუბრონ”,- განაცხადა დიპლომატმა.

როგორც ელჩმა დასძინა, ჯერჯერობით მხარეები შეთანხმებული არ არიან, როდის შედგება აშშ-ში ზელენსკის ოფიციალური ვიზიტი.
3 აგვისტოს, ვადიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დაანონსა. უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ჩასვლას შემოდგომის დასაწყისში გეგმავს.

25 ივლისს ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს. უკრაინის ლიდერის პრესსამსახურის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა კოლეგას უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში საკუთარი პარტიის “ხალხის მსახური” გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ, რომ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ორმხრივი ურთიერთობები განიხილონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად