ტრამპმა და პომპეომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გააკრიტიკეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს, ახალი კორონავირუსული პანდემიის ფონზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაშვებული შეცდომების შესახებ ისაუბრეს.

ტრამპის თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2019 წელს, აშშ-სგან 452 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება მიიღო, თუმცა ბევრ რამეში შეცდა. კერძოდ, პრეზიდენტმა ორგანიზაციას, Covid-19-ის საფრთხის დაგვიანებით შეტყობინებაში დასდო ბრალი.

მან აგრეთვე დაუშვა, რომ აშშ-მა, შესაძლოა დეტალურად მოიძიოს ონფორმაცია ორგანიზაციის მიერ დახარჯული თანხების შესახებ.

​პომპეო თავის მხრივ დაეთანხმა დონალდ ტრამპის პოზიციას და განაცხადა, რომ ორგანიზაციამ მოლოდინები არ გაამართლა. მან აგრეთვე არ გამორიცხა მსოფლი ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა და მისი ხელმძღვანელობის შეცვლა. ამასთან, მან განაცხადა, რომ ახლა არ არის იმის დრო, რომ ორგანიზაციის ამჟამინდელი დირექტორი შეიცვალოს.

აქამდე, 7 აპრილს, დონალდ ტრამპმა ტავის Twitter-ზე დაწერა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, პანდემიის განმავლობაში კონცენტრირება ჩინეთზე გააკეთა და აშშ-ში Covid-19-ის გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცოტა რამ გააკეთა.

​”მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეალურად ჩაფლავდა. გაურკვეველი მიზეზების გამო, ორგანიზაციამ, რომელსაც ძირითადად აშშ აფინანსებს, კონცენტრირება ჩინეთზე მოახდინა”, – წერდა დონალდ ტრამპი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად