ტრამპმა და ერდოღანმა სირიაში და ლიბიაში არსებული სიტუაცია განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თურქეთის ლიდერმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, სირიაში და ლიბიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ Anadolu იუწყება.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლიდერებმა ისაუბრეს სირიის ქალაქ იდლიბში კრიზისის შეჩერების საშუალებებზე, აგრეთვე აღნიშნეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმის შეიარაღებული ძალების ქმედებები რეგიონში დაუშვებელია.

ტრამპმა და ერდოღანმა, საუბრის განმავლობაში აგრეთვე ისაუბრეს იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია ლიბიაში სიტუაციის დარეგულირება. გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს თურქეთისა და აშშ-ის ეკონომიკური ურთიერთობები.

აქამდე, 12 თებერვალს, ერდოღანმა ასადის სამხედროებს და მასთან ერთად მოქმედ რუსეთის სამხედროებს ბრალი დასდო მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში იდლიბის რაიონში. ანკარამ აგრეთვე ჩამოაგდო სირიის ორი ვერტმფრენი, რითიც პასუხი გასცა თავისი სამხედროებისთვის ცეცხლის გახსნას სირიის პროვინციაში. დამასკომ, თავის მხრივ, მას ბრალი დასდო ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში და ტერორისტებისთვის დახმარების გაწევაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ თურქეთის ლიდერის სიტყვები თავის მხრივ არ შეესაბამება სინამდვილეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად