ტრამპმა ბაიდენის პლასტიკურ ქირურგიას დასცინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დასცინა კონკურენტ ჯო ბაიდენის პლასტიკურ ოპერაციას. ქვეყნის მეთაურის გამოსვლის ვიდეო მის YouTube არხზე გამოქვეყნდა.

“ის კომფორტულადაა ნიღაბში. ნუ, კარგი ! მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა… რა ჯანდაბისთვის დახარჯა ამდენი ფული პლასტიკურ ქირურგიაში, თუკი მაინც ყველაფერს მალავს?” – იხუმრა ტრამპმა.

მანამდე, ტრამპმა აღშნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთისთვის ბაიდენის გამარჯვება უფრო სასურველი და “მიმზიდველი” იყოს.

‘შეიძლება, რუსეთს ბაიდენის გამარჯვება სურს. არავის, არავის ჩემ გარდა, რუსეთთან არ ჰქონია ისეთი დამოკიდებულება და ურთიერთობა, როგორიც მე მაქვს, ეს არის გაზსადენი და შეიარაღებული ძალების გაძლიერება”, – თქვა აშშ-ის ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად