ტრამპმა ბაიდენის გამარჯვების შესაძლებლობა პირველად დაუშვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად აღიარა, რომ ამერიკის მომდევნო ადმინისტრაციას არა ის, არამედ მისი მეტოქე დემოკრატი ჯო ბაიდენი უხელმძღვანელებს. მან ბაიდენის შესაძლო გამარჯვებაზე თეთრ სახლში ჟურნალისტებთან სიტყვით გამოსვლისას მიანიშნა. იუწყება TASS.

მან ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია არ დაიხურება კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებული შემზღუდველი ზომების გამო.

“ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ დაიხურება, რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, ვინ იცის როგორი იქნება შემდეგი ადმინისტრაცია – როგორც ჩანს, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა შემიძლია ვთქვა, ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ დაიხურება”, – განაცხადა ტრამპმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად