ტრამპმა აღიარა, რომ სურდა სირიის ლიდერ ბაშარ ასადის ლიკვიდაცია

ტრამპმა აღიარა, რომ მან განიხილა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ლიკვიდაციის შესაძლო გეგმა. ამის შესახებ The Washington Post იუწყება.

ამერიკის ლიდერმა გააკრიტიკა პენტაგონის ყოფილი უფროსი, ჯეიმს მატისი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ტრამპის მეორე ვადას. ამ საკითხისადმი საკუთარი პოზიციის გასამართლებლად, ტრამპმა თქვა, რომ მატისმა თითქოს ხელი შეუშალა მის მცდელობებს ასადის ლიკვიდაციის გეგმის განსახორციელებლად.

“მე მსურდა ასადის მოხსნა, ყველაფერი მზად მქონდა. ამის გაკეთება არ სურდა მატისს“,-განაცხადა ტრამპმა და მატისს “ძალიან გადაფასებული გენერალი” უწოდა.

კითხვაზე, ნანობდა თუ არა ის ამ გეგმას, ტრამპმა განაცხადა: “მე მქონდა შესაძლებლობა მისი მოკვლისა, თუკი ამას მოვინდომებდი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად