ტრამპმა აღიარა, რომ ალკოჰოლურ სასმელს დამოკიდებულების შიშის გამო არ სვამს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალკოჰოლზე დამოკიდებულების შიშის გამო, სასმელს არ სვამს. ამის შესახებ მან გამოცემა The Washington Post- თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, დალევის შესახებ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა აწ უკვე გარდაცვლილი უფროსი ძმის ფრედის მდგომარეობამ იქონია.
”ის სიმპათიური იყო. დავინახე, თუ რა სჭირდება ალკოჰოლის გამო მის სხეულს”, -განაცხადა ტრამპმა.
მან დასძინა, რომ მან უფრო მეტხანს იცოცხლა, ვიდრე მის მდგომარეობაში მოსალოდნელი იყო.

დონალდ ტრამპმა დასძინა, რომ შიშის მიუხედავად, მან ღვინის ქარხანა მაინც შეიძინა, რომელსაც ახლა მისი ვაჟი ხელმძღვანელობს.

პრეზიდენტმა ასევე სინანულით აღნიშნა, რომ მან მხარი დაუჭირა მამას და ძმაზე ზეწოლა მოახდინა, რომ თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ საოჯახო ბიზნესი ჩაებარებინა.
”ეს არ იყო მისი საქმე. (…) ჩვენ მასზე ორმაგ ზეწოლას ვახდენდით”,- აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად