ტრამპის ყოფილი მრჩეველი კონგრესისთვის ყალბი ჩვენების მიცემაში დამნაშავედ სცნეს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი, როჯერ სტოუნი, კონგრესისთვის ყალბი ჩვენების მიცემაში დამნაშავედ სცნეს. საქმე აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის თაობაზე სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხება,-ინფორმაციას CBS-ი ავრცელებს.

სასამართლო განხილვის დროს პროკურორებმა წარადგინეს მტკიცებულება, რომ როჯერ სტოუნი WikiLeaks– ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟისგან ინფორმაციის მოპოვებას ელექტრონული ფოსტის შესახებ ცდილობდა. მიზეზი კი ის იყო, რომ აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჰილარი კლინტონის მიმართ სანდოობა ეჭვქვეშ დაყენებულიყო.

გარდა ამისა, იგი მოწმეზე ზეწოლის მოხდენაშიც დამნაშავედ სცნეს.

აღსანიშნავია, რომ როჯერ სტოუნი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. ტელეარხის ცნობით, სტოუნს 50 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტოუნმა ჩვენება 2017 წლის სექტემბერში, სადაზვერვო კომიტეტის წინაშე მისცა.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ს სასამართლო ხელისუფლებას მიკერძოებაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც სტოუნი  კონგრესში ცრუ ჩვენების მიცემასა და სხვა დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ სცნეს.

”ორმაგი სტანდარტი, რაც აქამდე არასდროს გვქონია, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”, – ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად