ტრამპის მრჩეველმა, პოროშენკო და მისი მომხრეები, 1,5 მლრდ აშშ დოლარის მითვისებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა სემ კისლინმა განაცხადა, რომ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ და მისმა გარშემო მყოფებმა, უკანონო გზებით 1,5 მილიარდი აშშ დოლარი მიითვისეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპის მრჩეველმა, კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კისლინის თქმით, რესურსი იდეაში უკრაინის ბიუჯეტში დასაბრუნებლად ამოიღეს, თუმცა ეს რესურსი საბოლოოდ ბიუჯეტში არ მოხვდა. ამერიკელმა მრჩეველმა განაცხადა, რომ 503 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ოლეგ გლადკოვსკის მეშვეობით გადაირიცხა პეტრ პოროშენკოს სასარგებლოდ, 300 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს გადაერიცხა, ხოლო კიდევ 20 მილიონი აშშ დოლარი – უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილ მდივანს – ალექსანდრ ტურჩინოვს.

კისლინი აცხადებს, რომ დოკუმენტები, რომლებიც აღნიშნულ გადარიცხვებს ადასტურებს, მას ხელთ აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად