ტრამპის მრჩეველმა გერმანიას ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა

გერმანიამ შეერთებული შტატების მაგალითის შემდეგ, ირანის მიმართ მკაცრი სანქციები უნდა დააწესოს ,-ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა გერმანულ გამოცემა Bild- თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

დონალდ ტრამპის მრჩევლის განმარტებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არის სავაჭრო ურთიერთობა გერმანიასა და ისლამურ რესპუბლიკას შორის.

ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ ირანი სანქციების შემდეგ, მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს. მისი აზრით, აუცილებელია გრძელვადიანი შეთანხმების შეთავაზება, რომელიც გავლენას მოახდენს ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე, სარაკეტო ტექნოლოგიაზე, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ ვითარებასა და ირანის რეჟიმზე.

ტრამპის მრჩეველმა ამავე ინტერვიუში ასევე ბერლინს მოუწოდა, რომ ჩინური Huawei- ს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა არ გამოიყენოს, რათა ამით პეკინის მხრიდან შესაძლო ჯაშუშობა თავიდან აცილოს.

“არავითარი განსხვავება არ არის ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და Huawei- ს შორის”,- ხაზგასმით აღნიშნა ო’ბრაიენმა.

აშშ მიიჩნევს, რომ ჩინური კონცერნი ძალიან ახლოს არის ჩინეთის ხელმძღვანელობასთან და Huawei- ს აღჭურვილობა შესაძლოა ჯაშუშობისთვის გამოიყენონ გამოიყენონ. ჩინური მხარე ბრალდებებს უარყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად