ტრამპის მრჩეველი: გრენლანდია სტრატეგიული ადგილია, მათ ბევრი ძვირფასი მინერალი აქვთ

თეთრი სახლი კუნძულ გრენლანდიის ყიდვის შესაძლებლობას ნამდვილად განიხილავს. ამის შესახებ Fox News– ს ეკონომიკის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წამყვანმა მრჩეველმა, თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, ლოურენს კადლოუმ განაცხადა.

”რაიმე პროგნოზის გაკეთება არ მსურს, უბრალოდ ვიტყვი, რომ პრეზიდენტს გრენლანდიის შეძენა სურს”, -განაცხადა კადლოუმ.

მრჩეველმა გაიხსენა, რომ აშშ-ს 33-ე პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი მსოფლიოში უდიდესი კუნძულის შეძენას ასევე გეგმავდა, რომელიც დანიის ნაწილია. ტრუმანმა დანიის ხელისუფლებას 100 მილიონი დოლარი შესთავაზა, მაგრამ მათგან შეთავაზებაზე უარი მიიღო.

”დანია გრენლანდიას ფლობს, დანია მოკავშირეა, გრენლანდია სტრატეგიული ადგილი. მათ ბევრი ძვირფასი მინერალი აქვთ “,- დასძინა ტრამპის მრჩეველმა.

16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი კუნძულ გრენლანდიის შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც ამერიკული მედია წერს, დონალდ ტრამპმა ეს იდეა საკუთარ მრჩევლებთან განიხილა, რომლებმაც მის გეგმას ”ეკონომიურად სიცოცხლისუნარიანი” უწოდეს.

შეფასდა, რომ ამ გარიგების ღირებულება შესაძლოა 10 ტრილიონი აშშ დოლარი იყოს, ეს თანხა აშშ-ს მშპ-ს ნახევარს აღემატება.

დანიელი პოლიტიკოსები ამერიკის ლიდერის მიერ გრენლანდიის შესყიდვის იდეით აღშფოთებულები არიან და მას არასერიოზულ განცხადებას უწოდებენ.
”იდეა იმის შესახებ, რომ დანიამ შესაძლოა შეერთებულ შტატებს 50,000 მოქალაქე გადასცეს, სრულიად არასერიოზულია”, – განაცხადა დანიის ხალხის პარტიის წარმომადგენელმა სერენ ესპერსენმა.
გრენლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია ღიაა ბიზნესისა და ტურიზმისთვის, მაგრამ არ იყიდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად