ტრამპის მრჩეველი: აშშ პირველი იქნება, ვინც კორონავირუსის ვაქცინას შექმნის

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპი მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიმუშავებს ვაქცინას COVID-19-ის წინააღმდეგ.

შეკითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ჩინეთი გახდეს პირველი ქვეყანა ვაქცინის შემუშავების თავლსაზრისით, მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები “გახდება ლიდერი” ამ სფეროში. მრჩეველის სიტყვები მის Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის უახლესი მონაცემების თანახმად, შეერთებულ შტატებში, ახალი კორონავირუსის 1,6 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 97 ათასზე მეტი ადამიანი. აღინიშნება, რომ 361 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად