ტრამპის ინიციატივით, აშშ-ში დაბადებულ პირებს შესაძლოა, მოქალაქეობა ავტომატურად აღარ მიენიჭოთ

თეთრი სახლი აშშ-ში დაბადებული პირებისთვის ქვეყნის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების საკითხის გაუქმებას გეგმავს, თუ მათი მშობლები აშშ-ს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განუცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

”ჩვენ დაბადებისას მოქალაქეობის მინიჭების საკითხს ძალიან სერიოზულად განვიხილავთ, როდესაც ბავშვი შეერთებულ შტატებში ჩნდება. თქვენ საზღვარს გადაკვეთთ, შვილი შეგეძინებათ – და გილოცავთ, ახლა ეს ბავშვი ამერიკის მოქალაქეა. ეს ნამდვილად სასაცილოა”,- აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპმა აშშ-ს ტერიტორიაზე დაბადებული ადამიანებისთვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების გაუქმება მოითხოვა. კერძოდ, 2018 წლის ოქტომბერში, HBO- ს სატელევიზიო პროგრამა Axios- ში, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე კანონის გამკაცრება სურდა.

ეს შესაძლებლობა მიგრანტებისთვის აშშ-ს კონსტიტუციის მე -14 შესწორებითაა გარანტირებული. თუმცა, დონალდ ტრამპის თქმით, იმისთვის, რომ ის შეჩერდეს, კანონის შეცვლა აუცილებელი არ არის- საკმარისია პრეზიდენტის ბრძანებულება. თეთრი სახლის ლიდერმა ასევე განმარტა, რომ საკითხი თავის მრჩევლებთან განიხილა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მუშავდება.
”ეს მოხდება”,- ირწმუნება ტრამპი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...