ტრამპის განცხადებით, ჩინურ საქონელზე საბაჟო გადასახადი მოსალოდნელზე მეტად გაიზრდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინურ საქონელზე საბაჟო გადასახადი იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

1 სექტემბრიდან საბაჟო გადასახადები, რაც 300 მილიარდი აშშ დოლარის საერთო ღირებულების მქონე საქონელს უნდა დაეკისროს, 10%-დან 15%-მდე გაიზრდება. 1 ოქტომბრიდან კი, 250 მილიარდი აშშ დოლარის საერთო ღირებულების მქონე საქონელზე დაკისრებული საბაჟო გადასახადი 25%-დან 30%-მდე გაიზრდება.

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროში, 1 სექტემბრიდან გაზრდის ფაქტს ადასტურებენ. რაც შეეხება ოქტომბრიდან ზრდას, უწყებაში განაცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე თავს შეიკავებენ.

თავად ტრამპი აკრიტიკებს თეთრ სახლს და აცხადებს, რომ მან უფლება მისცა ჩინეთის ხელისუფლებას, ქცეულიყო ნამდვილ ტვირთად ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისთვის.

„როგორც ამერიკის პრეზიდენტს, მე ვერ მივცემ მათ იმის უფლებას, რომ ასე გაგრძელდეს“, – აცხადებს ტრამპი.

23 აგვისტოს, დონალდ ტრამპმა ამერიკელი კომპანიებისგან მოითხოვა, რომ ჩინეთში მიატოვონ საწარმოები და გახსნან ისინი ამერიკაში. ეს კი მან იმით ახსნა, რომ მისი თქმით, პეკინი ინტელექტუალური საკუთრების მოპარვით არის დაკავებული.

„ჩვენ არ გვჭირდება ჩინეთი, ჩვენ გაცილებით კარგად ვიქნებით მის გარეშე“, – განაცხადა ამერიკელმა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...